Wednesday, June 13, 2018

ქართული ენისა და ლიტერატურის წრის სამუშაო გეგმა დაწყებით კლასებში მეორე სემესტრი

სკოლის სახელწოდება
სსიპ .საჩხერის მუნ. სოფელ კორბოულის  სისვაძეების უბნის საჯარო სკოლა.
საგანი
ქართული ენა და ლიტერატურა
სამიზნე ჯგუფი
II-III-IV-კლასები
კურსის ხანგრძლივობა
II-სემესტრი
გაკვეთილების ხანგრძლივობა
45-წთ.
გაკვეთილების სავარაუდო ვადები
იანვარი-თებერვალი-მარტი- აპრილი-მაისი-ივნისი
პრაქტიკაში ჩართულ მოსწავლეთა რაოდენობა
15-მოსწავლე
მ ი ზ ა ნი
წრის მუშაობის მიზანია ქართულ ენასა და ლიტერატურაში მოსწავლეებმა წაიკითხონ ლიტერატურული ტექსტები ,გააანალიზონ თუ როგორ უნდა გამოიყენონ შესწავლილი თემები პრაქტიკაში და ასევე ყოველდღიურ ცხოვრებაში.  ლიტერატურული ტექსტის შესწავლით მოსწავლეებს შევაყვარებ  და წიგნის კითხვის  ინტერესს გავუღვივებ, ასევე წაიკითხავენ და ისაუბრებენ ისტორიულ ნაწარმოებებზე, ლეგენდებზე, მითებზე, შევეცდები კომპიუტერით ვაჩვენო ისტორიული ფილმი ,,მამლუქი“ ასეთი მუშაობა მოსწავლეებს ხელს შეუწყობს სხვადასხვა სახის უნარ-ჩვევის განვითარებაში. მოსწავლეები იმუშავებენ ჯგუფებთან, რაც ხელს შეუწყობს თანამშრომლობით უნარების განვითარებას, ასევე იმუშავებენ სააზროვნო უნარების ტესტურ სავარჯიშოებზე, რომელიც განუვითარებს ტექსტის კითხვის, აღქმის, გააზრების უნარს. იმუშავებენ კროსვორდების შევსებაზე და გააკეთებენ პრეზენტაციებს.
მოსალოდნელი შედეგები
მოსწავლეები შეძლებენ ტექსტის კითხვას, წერას, გაგება-გააზრებას, გადმოცემას ,დაინტერესდებიან კროსვორდის, ანდაზების, გამოცანების და სხვა სახალისო დავალებების შესრულებით. შეასრულებენ პრაქტიკულ სავარჯიშოებს, დააკავშირებენ სხვადასხვა სახის თემებს ერთმანეთთან. შეძლებენ ტესტური სავარჯიშოების შესრულებას, შეეცდებიან შესწავლილი თემების პრაქტიკაში გამოყენებას.
მეთოდოლოგია
თამაშით სწავლება, კითხვა- პასუხი, ჯგუფური, ინდივიდუალური.
კურსის მოკლე დახასიათება
კურსის ფორმებში მოსწავლეები, უფრო ღრმად შეისწავლიან ლიტერატურული ტექსტის წაკითხვას, მოსმენას, გაგება-გააზრებას და მათი შინაარსის გადმოცემას. ისინი შეძლებენ თამაშ-თამაშით კროსვორდების გამოცნობას, დაშლილი ტექსტის გამთლიანებას.
აქტივობების საათობრივი გაწერა
I-გაკვეთილი.

ტესტირება.

II -გაკვეთილი

ლიტერატურული ტექსტის წაკითხვა, გაანალიზება. “სულხან -საბა ორბელიანის სიბრძნე-სიცრუისა“.

III გაკვეთილი

კროსვორდების შედგენა (ჯგუფებში შეჯიბრის სახით).

IV-_გაკვეთილი

ტესტირება

V-გაკვეთილი

ჯგუფური მუშაობა დაშლილი ტექსტის აწყობა-გამთლიანება. პრეზენტაციის გაკეთება ჯგუფის წევრებისგან.

VI_ გაკვეთილი

ჯგუფური მუშაობა (შეჯიბრის სახით)ვინ მეტი გამოცანა ან ანდაზა იცის. უცნობი ტექსტის წაკითხვა წასაკითხად ეძლევათ 3-წთ.




VII-გაკვეთილი

ინდივიდუალური მუშაობა წერითი დავალება, თითოეულ მოსწავლეს ეძლევა საშუალება ამ დავალებებიდან აირჩიონ ერთ-ერთი თემის სათაური და დაწერონ პატარა მოთხრობა: 1. მე და ჩემი ამხანაგები. 2. ჩემი საკლასო ოთახი. 3. ერთი მნიშვნელოვანი დღე ჩემს კლასელებთან ერთად.

VIII - გაკვეთილი

ტესტირება

IX- გაკვეთილი

 ხალხური ზღაპრების წაკითხვა დაკვირვება.

X - გაკვეთილი

დახატონ წაკითხული ზღაპრებიდან თავისი საყვარელი პერსონაჟი და დაახასიათონ. ინდივიდუალურად.

XI - გაკვეთილი

ქართული მხატვრული ფილმის ჩვენება

XII - გაკვეთილი

ტესტირება

XIII -გაკვეთილი

ბუნებრივი და ხელოვნური მოვლენები.

XIV - გაკვეთილი

ჩამოაყალიბონ წელიწადის რომელი დროა ახლა და რა მოვლენები ახასიათებთ


XV - გაკვეთილი

გრამატიკულ ერთეულებზე მუშაობა, ზმნა, რიცხვითი სახელი, არსებითი სახელი.

XVI - გაკვეთილი

ტესტირება

XVII - გაკვეთილი

წრის მუშაობის შეჯამება.
რესურსი
თვალსაჩინოება, დაფა, ცარცი, კომპიუტერი, სავარჯიშო ტესტები, ფერადი ფანქრები, თაბახი.
ლიტერატურა
·         ისტორიული ლეგენდები
·         ტესტური სავარჯიშოები
·         საბავშვო საკითხავი ლიტერატურა
·         სააზროვნო და სახალისო ტექსტები
·         ანდაზები, აფორიზმები, კროსვორდები, გამოცანები.
შეხვედრის განრიგი
30.01.2018,  6.02.2018.  13.02.2018.  20.02.2018. 27.02.2018.  6.03.2018.  20.03.2018.  3.04.2018. 10.04.2018.  17.04.2018.  24.04.2018.  8.05.2018. 15.05.2018.  22.05.2018.  29.05.2018.  5.05.2018. 12.05.2018.

ქართული ენისა და ლიტერატურის წრე დაწყებით კლასებში მეორე სემესტრი

Wednesday, November 8, 2017

წრის სამუშაო გეგმა



სკოლის დასახელება
სსიპ.საჩხერის მუნ.სოფ.კორბოულის სისვაძეების საჯარო სკოლა.
საგანი
ქართული ენა-ლიტერატურა.
სამიზნე ჯგუფი
მე 2-4 კლასი
კურსის ხანგრძლივობა
13- საათი
გაკვეთილის ხანგრძლივობა
45 - წთ.
განხორციელების სავარაუდო ვადები
ოქტომბერი-ნოემბერი-დეკემბერი
პროექტში ჩართულ მოსწავლეთა  რაოდენობა
15
მიზანი
წრის მუშაობის მიზანია ქართული ენისადმი ინტერესის გაღვივება.მოსწავლეებში ცოდნის ამაღლება,გაფართოებადა განმტკიცება.წრეზე მუშაობით საფუძველს ჩავუყრი მოსწავლეებს შევაყვარო კითხვა,განუვითარო მეტყველება,ვავარჯიშო გამომეტყველებით კითხვაზე,გაიმდიდრონ ლექსიკური მარაგი,განუვითარდეთ ლოგიკური აზროვნება,შეეხებიან გრამატიკულ ნაწილს: სიტყვა,მარცვალი,სიტყვის დამარცვლა გადატანა,შეძლებენ შინაარსის ლოგიკური თანმიმდევრობით გადმოცემას,ტექსტის კონსტრუირება,წაკითხულის დაკავშირება ილუსტრაციასთან,საკუთარი აზრის დასაბუთება,არსებითი სახელების დაჯგუფება,ტექსტის დაყოფა დასათაურება,როლური თამაში.
მოსალოდნელი შედეგები
აიმაღლებენ ცოდნას,შეიყვარებენ წერა - კითხვას,განუვითარდებათ ლოგიკური აზროვნების უნარ-ჩვევა,გაიმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს,განუვითარდებათ საკუთარი აზრის დასაბუთება,შეძლებენ ილუსტრაციის მიხედვით ტექსტის შექმნას,პრაქტიკული სავაღჯიშოების შესრულებას.
მეთოდოლოგია
ჯგუფური,ინდივიდუალური,კითხვა-პასუხი,წყვილური,როლური თამაში.
კურსის მოკლე დახასიათება
კურსის ფარგლებში მოსწავლეები უფრო ღრმად შეისწავლიან ლიტერატურული ტექსტის წაკითხვას,მოსმენას,გაგებას და მათი შინაარსის გადმოცემას,მოსწავლეები შეძლებენ ძირითადი ენობრივი-გრამატიკული საშუალებების სათანადოდ გამოყენებას,გამოიმუშავებენ ანალიტიკური აზროვნების უნარ-ჩვევას.
აქტივობის საათობრივი გაწერა.
1 - გაკვეთილი.
ჯგუფის ჩამოყალიბება, პროექტის შინაარსის გაცნობა.

მე-2- გაკვეთილი:
ქართული ანბანის გაცნობა, ასოთა რიგი და მათი სრული სახელწოდებანი.მარცვლის გახსენებადა პრაქტიკაში გამოყენება.
მე-3 - გაკვეთილი
ლიტერატურული ნაწარმოების კითხვა და ანალიზიშენ გიტოვებ ეს ქვეყანა შენია“.შესწავლილ ტექსტში წინადადებების გარჩევა.
მე-4 - გაკვეთილი
რას ეწოდება ბიბლიოთეკა,ბიბლიოთეკით სარგებლობის წესები შესწავლა,ლიტერარტურული ტექსტის დამუშავება.
მე-5 - გაკვეთილი
შეიყვარე წიგნი წიგნი  ცოდნის წყარო. ლექსიკური მარაგი  გამდიდრება.
მე-6- გაკვეთილი
ტესტირება.
მე-7- გაკვეთილი
ჩვენი დედა ისტორია საქართველო და მისი ნაწილები.დასკვნების გამოტანა და დასაბუთება.
მე-8- გაკვეთილი
ილუსტრაციის მიხედვით ტექსტის შექმნა და წერილობით გადმოცემა. რთული სიტყვების მართლწერა.
მე- 9- გაკვეთილი
წელიწადის ოთხი დრო.თითოეული დრო რით განსხვავდება ერთმანეთისგან.შემოდგომის დასურათება.
მე -10-გაკვეთილი
ტექსტის კონსტრუირება.სიტყვათა დაჯგუფება ენობრივ - გრამატიკული ნიშნის მიხედვით.
მე -11- გაკვეთილი
ლიტერატურული ტექსტის კითხვა და ანალიზი. არსებითი სახელების დაჯგუფება.კომპიუტერის გამოყენება.
მე -12- გაკვეთილი
ლიტერატურული ტექსტის შესწავლა,პერსონაჟების ამოცნობა და მარტივად დახასიათება.ტექსტის დასათაურება და საკუთარი აზრის დასაბუთება.
მე -13- გაკვეთილი
გამომეტყველებითი კითხვის ჩვევის დაუფლება. მცირე ზომის ტექსტის დამოუკიდებლად წერა.

 რესურსი
თვალსაჩინოება, კომპიუტერი, წეგნები, ტესტები, დაფა, მოსწავლეთა ჩართულობით შექმნილი რესურსი
ლიტერატურა
1.     განმავითარებელი სავარჯიშოები
2.     ტესტური სავარჯიშოები ქართულ ენაში
3.     საბავშვო საკითხავი ლიტერატურა
4.     სააზროვნო და სახალისო ტექსტები
5.     ზღაპრები და ანდაზების სახელმძღვანელოები
6.     ზოგადი უნარ- ჩვევების ტესტები
შეხვედრების განრიგი
წრე იმუშავებს კვირაში ერთჯერ, 1 მეცადინეობის ხანგრძლივობა 45 წუთი.
მეცადინეობა ჩატარდება გაკვეთილების ბოლოს, ყოველ პარასკევს.
მეცადინეობის დღეები: 06.10.2017წ, 13.10.2017წ, 20.10.2017წ, 27.10.2017წ, 03.11.2017წ, 10.11.2017წ, 17.11.2017წ. 24.11.2017წ, 01.12.2017წ, 08.12.2017წ, 15.12.2017წ, 21.12.2017წ, 29.12.2017წ










მოსწავლეთა სია
1.      ცერცვაძე ელენე
2.      კვიჟინაძე გიგა
3.      სადუნიშვილი გუგა
4.      ცერცვაძე ლუკა
5.      სისვაძე ქრისტინე
6.      ბუხრაიძე ლუკა
7.      ბურძენიძე ლუკა
8.      კილაძე ია
9.      სისვაძე მეგი
10.  ტალახაძე ლუკა
11.  ნოზაძე ქეთი
12.  ღონღაძე ანზორი
13.  სისვაძე გვანცა
14.  ცერცვაძე რუსუდანი
15.  ცერცვაძე იური